თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველებისა და ხანდაზმულებისთვის პროდუქტების 1 500 პაკეტი შეაგროვა

თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად „კარფურში“ იმყოფებოდა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა პროექტი, რომლითაც ისინი სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ასაკოვან ადამიანებს დაეხმარებიან. დედაქალაქის მერმა Facebook-ზე ჩართვისას განაცხადა, რომ ამ მიზნით ისინი უკვე „აგროჰაბსა“ და „გუდვილში“ იმყოფებოდნენ. დღეს კი აქცია კარფურში ტარდება. მისივე თქმით, „კარფურში“ წარმოდგენილია პროდუქტები, რომლებიც მოქალაეებს შეუძლიათ გაჭირვებული ადამიანებისთვის შეიძინონ. … Continue reading თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველებისა და ხანდაზმულებისთვის პროდუქტების 1 500 პაკეტი შეაგროვა

„კრწანისში“ ახალი სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის მშენებლობა დაიწყო

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“, JTEC-ის ტერიტორიაზე ახალი სამეთაურო-საშტაბო ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2021 წელს დასრულდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს სტანდარტების შესაბამისი სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის (CSTC) შენობის საძირკველში დროის კაფსულა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად ჩადო. კაფსულაში სიმბოლურად ცენტრის მშენებლობის დაწყების შესახებ დოკუმენტი მოთავსდა, რომელსაც ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურის … Continue reading „კრწანისში“ ახალი სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის მშენებლობა დაიწყო

ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა კალიფორნიაში „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ 41 მედალი მოიპოვეს

25 ოქროს, 10 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი – ასეთია აშშ-ის „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ასპარეზობის შედეგები. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა პარასპორტის 8 სახეობაში მიიღეს მონაწილეობა და 41 მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 5 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აიღეს ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ტრენაჟორზე ნიჩბოსნობაში. წარმატებით იასპარეზა მჯდომარე … Continue reading ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა კალიფორნიაში „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ 41 მედალი მოიპოვეს

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა 13 აპრილამდე გადავადდა

სტატიის გაგრძელება კორონავირუსთან დაკავშირებით სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ დღეს მიიღო. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე მოქალაქეებს, რომლებსაც, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების გარკვეული ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმში გადადის

წინა სტატია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ბრძანება გამოსცა, – ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინიტრო ინფორმაციას ავრცელებს. მინისტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 12 მარტიდან თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ამავე ბრძანების მიხედვით სამსახურში გამოცხადება აეკრძალა გარკვეულ პირთა კატეგორიას. „საქართველოში დაბრუნებიდან ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ უნდა გამოცხადდეს … Continue reading თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების გარკვეული ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმში გადადის

თავდაცვის მინისტრმა მართვის ცენტრიდან თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო თათბირი გამართა

წინა სტატია თავდაცვის მინისტრმა მართვის ცენტრიდან თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო თათბირი გამართა. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროს მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით თავდაცვის ძალების სარდლობებს, სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებს განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის პირობები გააცნო. საგანგებო თათბირზე მინისტრმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით უწყების თანამშრომლებისთვის გამოცემული … Continue reading თავდაცვის მინისტრმა მართვის ცენტრიდან თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო თათბირი გამართა

ქართველი სამხედროები რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით სამშობლოში დაბრუნდნენ

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით დაბრუნდნენ. ქართველი სამხედროები რუმინეთში, წვრთნებში მონაწილეობდნენ, რომელიც აპრილის ბოლოსკენ უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რუმინეთის ეროვნული თავდაცვისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი სამხედროები სამშობლოში კურსის დასრულებამდე სპეციალური რეისით დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამხედროები გორში, გიორგი აბრამიშვილის … Continue reading ქართველი სამხედროები რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით სამშობლოში დაბრუნდნენ

თავდაცვის ძალები მარნეულის და ბოლნისის შემოვლითი გზების პატრულირებას ახორციელებენ

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სპეციალურად მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე აკონტროლებენ. ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ მეორეხარისხოვან, შემოვლით გზებზე ხორციელდება პატრულირება და ოპერაციის რაიონის ტექნიკური თვალთვალის საშუალებით კონტროლი. სამხედროები მეორეხარისხოვან გზებს 24 საათის განმავლობაში დრონის, თერმული, ღამის ხედვისა და დღის პირობებში ოპტიკური საშუალებებით აკონტროლებენ. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. … Continue reading თავდაცვის ძალები მარნეულის და ბოლნისის შემოვლითი გზების პატრულირებას ახორციელებენ

კანონში თანამდებობის პირების მიერ სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის ტარების შესახებ ცვლილება მოხდა

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება”. უწყებაში განმარტავენ, რომ დადგენილების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, რომელსაც მინიჭებული აქვს უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდება ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდება, დაკავებული თანამდებობის მიუხედავად, უფლებამოსილი იქნება ატაროს სამსახურეობრივ-საშტატო იარაღი. „აღნიშნული გადაწყვეტილებით, … Continue reading კანონში თანამდებობის პირების მიერ სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის ტარების შესახებ ცვლილება მოხდა

ისრაელის პარლამენტის სპიკერი ბენი განცი გახდა

ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარი პოლიტიკურმა ოპონენტმა, ცენტრისტული ბლოკის ლიდერმა ბენი განცმა ქნესეთის სპიკერის პოსტი დაიკავა. ამის შესახებ გამოცემა Haaretz იტყობინება. განცის კანდიდატურას მხარი 120-დან 74-მა დეპუტატმა დაუჭირა, 18-მა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა. კენჭისყრას წინ უძღოდა ნეთანიაჰუსა და განცის მოლაპარაკება, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და პოლიტიკური ოპონენტების შეთანხმებით დასრულდა. ამის შემდეგ განცის მხარდამჭერი კოალიცია სამმა … Continue reading ისრაელის პარლამენტის სპიკერი ბენი განცი გახდა